პროექტის განხორციელების მეთოდი




პროექტის განხორციელების მეთოდი



პროექტი, როგორც მეთოდი განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური. პროექტით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. პროექტგაკვეთილი - კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში. პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის (როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის) კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები. პროექტებზე მუშაობის პროცესი მოსწავლეს აყენებს აქტიური შემმეცნებლის როლში, რომელსაც წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავება უხდება. კერძოდ, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლე აწყდება პრობლემას, რომლის გადაჭრაც უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რომელიც აქვს მას. ამ მიზნით იგი არკვევს, თუ რისი ცოდნაა საჭირო დასმული პრობლემის უკეთ გასაგებად. ამ პროცესში მოსწავლე აქტიურია, მიმართავს თვითგანათლებას, ეძებს საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ ინფორმაციას) და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება პრობლემას და ახერხებს მის გადაჭრას. ბოლოს მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს. თვითშეფასება მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევაა, რომელიც მას ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავლაში ეხმარება. ვინაიდან დღეს აქტუალურია პროექტებით სწავლება, მსურს, შემოგთავაზოთ სხვადასხვა პროექტების განხორციელების მეთოდები. იმედი მაქვს, ეს თვალსაჩინო კონკრეტული მეთოდები დაგეხმარებათ პროექტების განხორციელებაში. გისურვებთ წარმატებებს!
კონკრეტული პროექტის განხორციელების მეთოდი
სტრუქტურა
მოქმედების ალგორითმი
პრაქტიკული პროექტი
კვლევითი პროექტი
საინფორმაციო პროექტი
შემოქმედებითი პროექტი
მიზანი
პროექტის მონაწილეთა ან დამკვეთის ინტერესების სოციალური ამოცანების გადაწყვეტა.
სასწავლო კვლევისთვის საჭირო უნარების ფორმირება.
რაიმე ობიექტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის შეგროვება
პიროვნების შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება.
შედეგი
დასაწყისშივე ზუსტად და კონკრეტულად არის განსაზღვრული მისაღწევი შედეგი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ კლასის, სკოლის, ქალაქის სახელმწიფოს ცხოვრებაში.
ყოველთვის არ არის ცნობილი კვლევის დაწყებისასაკეთებენ შედეგების ჰიპოთეზასრომელიც შემდეგ მოწმდება ექსპერიმენტულად ან თეორიულად.
დასაწყისშივე ზუსტად არის განსაზღვრული შედეგირომელიც შესაძლებელია გამოიყენონ კლასის, სკოლის, ქალაქის სახელმწიფოს ცხოვრებაში.
პროექტის დასრულებამდე უცნობია
სტრუქტურა
საჭიროებს კარგად მოფიქრებულ სტრუქტურას, მთელი მოქმედების სცენარს, სადაც გაწერილი იქნება ყველა მონაწილის ფუნქცია;
საჭიროა კოორდინირებული მოქმედება;
• სიტუაციის პროექტისწინა ანალიზი
ხელმძღვანელთან ერთად პროექტის თემის, პრობლემის, ჰიპოთეზების ფორმირება;
• გაშლილი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
• ეტაპობრივი განხილვა და საჭიროებისამებრ კორექტირების შეტანა საპროექტო მუშაობაში;
• სასწავლო პროდუქტის დამზადება და გაფორმება;
• მიღებული პროდუქტის მომზადება საპრეზენტაციოდ და მისი საჯაროდ წარმოდგენა;
• პრაქტიკაში მისი გამოყენების შესაძლო გზების მონახვა;
• მიღებული პროდუქტის პრაქტიკულად გამოყენება (გაშვება);
• თვითანალიზი და თვითშეფასება.
ასეთი პროექტი მთლიანად ექვემდებარება ერთიან ლოგიკას და გააჩნია სტრუქტურა, რომელიც მიახლოებულია სამეცნიერო კვლევის სტრუქტურასთან ან მთლიანად ემთხვევა მას.
კერძოდ:
• აქტუალურობის არგუმენტაცია,გამოყოფილია კვლევის პრობლემა და მიზნები;
• ფორმირებულია კვლევის ჰიპოთეზა;
• განსაზღვრულია კვლევის მეთოდები, ინფორმაციის წყარო;
• შეიცავს განხილვასანალიზს და მიღებული შედეგები გაფორმებულია.
საჭიროებს კარგად მოფიქრებულ სამოქმედო სტრუქტურას, რომლის კორექციაც შესაძლებელი იქნება სამუშაოს შესრულების პარალელურად.
სტრუქტურის თავისებურება:
• მიზანი;
• აქტუალურობა;
• ინფორმაციის წყარო;
• ანალიზი,განზოგადება,ცნობილ ფაქტებთან შეპირისპირება;
არგუმენტირებული დასკვნები;
• განხილვა.
როგორც წესიარ გააჩნია ერთობლივი მუშაობის დეტალურად შემუშავეული სამოქმედო სტრუქტურა
კეთდება მხოლოდ გეგმის მონახაზი. შემდეგ მასსრულყოფენ მონაწილეთა ინტერესებისა და ერთობლივი მუშაობისა მიღებულიგადაწყვეტილებების შედეგად.
შემოქმედებით პროექტებში ხშირად ხდება ისე, რომ არ ხერხდება შედეგების შუალედური შეფასება, მაგრამ მუშაობისათვის თვალყურის დევნება მაინც საჭიროა, რომ პრობლემების შემთხვევაში მონაწილეებს დახმარება გავუწიოთ.
საპროექტო საქმიანობის პროდუქტის ფორმა
• გამოფენა;
• გაზეთი,ჟურნალი;
• მოქმედი ფირმა;
• კანონპროექტი;
• კაბინეტის მოწყობა;
• სკოლის თვითმართველობის სისტემა;
• მულტიმედიური პროდუქტი;
• სასწავლო რესურსი;
• ვებგვერდები;
• რუკა;
• ვიდეოფილმი და სხვა.
• საკვლევი თემის ირგვლივ შედარებით- შეპირისპირებითი ანალიზი;
• სოციოლოგიური გამოკითხვის მონაცემების ანალიზი;
• ბეჭდვით მედიაში გამოქვეყნება;
• ვებგვერდი;
• რუკა;
• ცნობარი და სხვა
• ვიდეოფილმი;
• გაზეთი,ჟურნალი;
• ექსკურსია;
• კოლექცია;
მულტიმედიური პროდუქტი;
• პროგნოზი;
• ცნობარი;
• ვებგვერდი და სხვა.
• მოდელი;
• მუსიკალური ნაწარმოები;
• თზულებათა კრებული;
• ლექსების, ნახატების კრებული;
• ვიდეოფილმი;
• გამოფენა;
• დღესასწაული;
• თამაში;
• კოლექცია;
პრეზენტაციის შესაძლო ფორმა
• ვიდეოფილმის დემონსტრაცია;
• სამეცნიერო კონფერენცია;
• კვლევითი ექსპედიციის ანგარიში;
• მოგზაურობა;
• რეკლამა;
• ტელეგადაცემა.
• ვიდეოფილმის დემონსტრაცია;
• სამეცნიერო საბჭოზე დაცვა;
• ფაქტების, დოკუმენტების, ეპოქალური მოვლენების, ცივილიზაციის ილუსტრირებული შეპირისპირება;
• სამეცნიერო კონფერენცია და სხვა.
• საქმიანი თამაში;
• ვიდეოფილმის დემონსტრირება (ან საინფორმაციო ტექნოლოგიით შექმნილი პროდუქტის დემონსტრირება);
• ფაქტების, დოკუმენტების, ეპოქალური მოვლენების, ცივილიზაციის ილუსტრირებული შეპირისპირება;
• სამეცნიერო კონფერენცია;
• სამეცნიერო მოხსენება;
• რეკლამა;
• ტელეგადაცემა და სხვა.
• საქმიანი თამაში;
• რეალური ან გამოგონილი სიტუაციის ინსცენირება;
• რეკლამა;
• შეჯიბრი;
• სპექტაკლი;
• თეატრალიზება;
• ტელეგადაცემა;
• ექსკურსია და სხვა.
შეფასება
სისტემატური გარე შეფასების ორგანიზება:დაინტერესებული პირებისა და სტრუქტურების შეფასება.
გარე შეფასების აუცილებლობა:ხელმძღვანელის შეფასებასხვა დამოუკიდებელი სპეციალისტების შეფასება
გარე შეფასების ორგანიზება:სპეციალისტების შეფასებები.
პრეზენტაციის სახით.
ღირებულება
პროდუქტის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა,მოსწავლეთა მიერ პრობლემის დამოუკიდებლადმოგვარების შესაძლებლობა.
სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო უნარების განვითარება
პროდუქტის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა,მოსწავლეთა მიერ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების შესაძლებლობა.
პროდუქტის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა,მოსწავლეთა მიერ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების შესაძლებლობა

No comments:

Post a Comment