გაკვეთილის გეგმები




გაკვეთილის გეგმა
საგანი-კლასის საათი
სწავლების საფეხური: დაწყებითი IVკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 7
თემა: კონფლიქტი
მიზანი: მოსწავლეები ამოიცნობენ კონფლიქტს და იმსჯელებენ მისი გადაჭრის გზებზე. გაიაზრებენ კონფლიქტის უარყოფით მხარეებს.  განუვითარდებათ კამათის და საკუთარი აზრის არგუმენტირების, დასაბუთების უნარი.
სსსმ მოსწავლე კლასში არ არის
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1   აქტივობა:
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
ვერბალური კომუნიკაცია
მთელი კლასი
მოსწავლეთა ქცევის წესები, მიზანი
2 წთ
გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს. გაიხსენებენ გაკვეთილზე ქცევის წესებს
I ფაზა-პროვოცირება
2 აქტივობა: წინარე ცოდნის გააქტიურება
მასწავლებელი ეუბნება ბავშვებს რა ახსენდებათ როდესაც ვამბობთ სიტყვას-„ ჩაგვრა.“ მოსწავლეების პასუხების მიხედვით მასწავლებელი ადგენს ასოციაციურ რუკას.

გონებრივი იერიში
მთელი კლასი
დაფა და ცარცი
3წთ
წინარე ცოდნის გააქტიურება, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
3. აქტივობა 
სიტუაციური ტექსტის კითხვა: მასწავლებელი კითხულობს ტექსტს: ლეო 13 წლის გამხდარი ბიჭია. როცა ის სათამაშო მოედანზე გადის, დიდი ბიჭები მას ხშირად ჩაგრავენ. ერთხელაც ლეომ ვერ მოითმინა და დიდ ბიჭებს უთხრა, რომ ჩაგვრა დაუშვებელია და  ისინი იქცევიან, როგორც გაუნათლებელი პრიმიტივები. პასუხად დიდმა ბიჭებმა ლეო სასტიკად სცემეს. ფიზიკურ ძალადობას შეესწრო ლეოს მეგობარი, რომელიც ამ დროს შევიდა სათამაშო მოედანზე. პატარა ბიჭის ცემის ფაქტს შეესწრნენ მოზრდილებიც, რომლებიც მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდნენ.



სამოდელო კითხვა
მთელი კლასი
ტექსტი
10წთ
მოსწავლეები გაეცნობიან სიტუაციურ ამოცანას, განუვითარდებათ მოსმენის უნარი
5 აქტივობა
კითხვების დასმა უკუკავშირის დასადგენად:
1.რა გრძნობა გამოიწვია თქვენში წაკითხულმა?
2.რა პრობლემაა მასში დასმული?

კითხვა-პასუხი
მთელი კლასი

5 წთ
მოსწავლეები ამოიცნობენ პრობლემას
6 აქტივობა:
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.საჭიროა , რომ ლეოს მეგობარი ჩაერიოს ჩხუბში? როგორ?
2.საჭიროა , რომ მოზრდილები ჩაერიონ ჩხუბში? როგორ?

დისკუსია
მთელი კლასი
მთელი კლასი
13წთ
გამოთქვამენ და დაასაბუთებენ საკუთარ აზრს
7აქტივობა : მასწავლებელი წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის საშუალებით აწვდის ინფორმაციას კონფლიქტის შესახებ.
სლაიდ-შოუ
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი
5წთ
მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას კონფლიქტის შესახებ.

8 აქტივობა: მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად.
 ჯგუფები წერენ თავიანთ ვერსიებს თვითონ როგორ მოიქცეოდნენ კონფლიქტის მოსაგვარებლად.

 ჯგუფური მუშაობა
ჯგუფური
თაბახის ფურცლები, საწერი კალამი
5წთ
მოსწავლეები შეეცდებიან ჩამოაყალიბონ კონფლიქტის მოგვარების გზები
III ფაზა-შეჯამება
9 აქტივობა:
მოსწავლეები წერენ ბარათებზე კონფლიქტის უარყოფით მხარეებს და აკრავენ დაფაზე სიტყვა კონფლიქტის ირგვლივ. გამოთქვამენ  აზრებს , რომ  ჩხუბს და მტრობას ადამიანებისთვის კარგი არაფერი მოაქვს.  იხსენებენ ანდაზას
„რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
ბარათები,დაფა
2წთ
მოსწავლეები შეაჯამებენ და ჩამოაყალიბებენ კონფლიქტის უარყოფით მხარეებს.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: კონფლიქტის ამოცნობა და მისი გადაჭრის გზების ძიების უნარების განვითარება, მსჯელობის და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უნარების განვითარება.
შეფასების ტიპები და მეთოდები: განმავითარებელი
თვითშეფასება: შეფასების რუბრიკები


აქტივობის:   "დიდი წიგნების კითხვა"

                                                                            გეგმა

ელზა სისაური. I კლასი

მთავარი თემა
ძმები გრიმების მოთხრობა  „მელია და ბატები„
მიზნები :
 ტექსტის გაგება- გააზრება.გაბმული და გამომეტყველებითი კითხვის უნარის ჩამოყალიბება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, შემოქმედებითი უნარის განვითარება,მარტივი  ენობრივი ერთეულების სწავლებაფონოლოგიური უნარის განვითარება. ილუსტრაციების მიხედვით ვარაუდის გამოთქმა ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.
წინასწარი ცოდნა
იციან  რამდენიმე ასო-ბგერა,  მარტივი ინსტრუქციების  შესრულება.
აქტივობის მსვლელობა
ვესალმები ბავშვებს და ვეკითხბი როგორი   განწყობით არიან გაკვეთილზე.
-დღეს ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო გაკვეთილი. ნახეთ როგორი წიგნი მოგიტანეთ!
წიგნს ვათავსებ თვალსაჩინო ადგილზე და შედარებისთვის გვერდით დავუდებ „დედაენას“.
-მოდით მითხარით რა განსხვავებაა „დედაენას“ და ამ წიგნს შორის? მოგწონთ ეს წიგნი?
-როგორც ყველა წიგნს , ამ წიგნსაც აქვს სათაური. მოდით ერთად წავიკითხოთ.რაზე შეიძლება იყოს საუბარი ამ წიგნში?
-წიგნის ავტორია ძმები გრიმები, ხოლო ამ წიგნისთვის ილუსტრაციები ანუ ნახატები მე შევასრულე.
 აქტივობა: I
გასეირნება ილუსტრაციებში, ილუსტრაციების მიხედვით ამბის შეთხზვა.
აქტივობა II
დავიწყებ ტექსტის კითხვას პაუზებით. ყოველი პაუზის დროს ვსვამ კითხვას
-როგორ ფიქრობთ რა იქნება შემდეგ?
გამართლდა თქვენი ვარაუდი?
აქტივობა III
ტექსტის კითხვის დროს ავხსნით გაუგებარ  სიტყვებს :
მსუნაგი,ცხრებოდა,ბანი
აქტივობა IV
ბავშვები წაიკითხავენ გუნდურად.
აქტივობა VI
 წაიკითხავენ ჯერ გოგონები, შემდეგ კი ბიჭები.
აქტივობა VII
-მოგეწონათ მოთხრობა?
-რა დაუპირა მელიამ ბატებს?
-რა სთხოვეს ბატებმა?
როგორ მოატყუეს ბატებმა მელია?
როგორი ფრინველია ბატი?
როგორ ხმას გამოსცემს ის?
ჩამოთვალეთ კიდევ რომელი შინაური ფრინველები იცით.
როგორი ცხოველია მელია?
-ჩამოვთვალოთ კიდევ რომელი გარეული ცხოველები ვიცით.
აქტივობა VIII
მუყაოთი დაფარული სიტყვების ამოცნობა.
აქტივობა IX
ჩარჩოში ჩასმული სიტყვების ამოკითხვა.
აქტივობა X
ბავშვებს ვურიგებ წინასწარ მომზადებულ ბარათებს, რომელზეც დაწერილია სიტყვები ტექსტიდან და ვთხოვ ააწყონ წინადადებები.
 წინადადებების დალაგება თანმიმდევრობით შინაარსის მიხედვით.
-მოგეწონათ დიდი წიგნი? სხვა დროს ერთად დავამზადოთ.

შეფასება
ტექსტის გაგება-გააზრება. ილუსტრაციების მიხედვით შესაძლო ვარაუდების გამოთქმა. სიტყვებით წინადადებების შედგენა და წინადადებების დალაგება შინაარსის მიხედვით. აქტიურობა, ტექსტის კითხვა.
საჭირო რესურსები
დიდი წიგნი, დედაენა, თავისუფალი გარემო.







ადაპტირებული

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა


საგანი
ბუნება-მათემატიკა

მასწავლებელი
ელზა სისაური

ასაკობრივი ჯგუფი
მე-3 კლასი

სსსმ მოსწავლე
მე-2 ხარისხის სმენადაქვეითება. აქვს სმენის აპარატი.

თემა
ბუნება-შავი ზღვის მდებარეობა და მოსაზღვრე ქვეყნები.
მათემატიკა-მონაცემთა ამოკრება ტექსტიდან.


მისაღწევი მიზნები კლასისთვის
ბუნება-შეისწავლიან შავი ზღვის მდებარეობას და მის მოსაზღვრე ქვეყნებს. 
განუვითარდებათ რუკასთან მუშაობის უნარი.
მათემატიკა-გაეცნობიან სტატისტიკის ელემენტებს, რაოდენობრივი და რიცხობრივი მონაცემების შეგროვების და წარმოდგენის საშუალებებს.
-განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციის, რუკაზე მუშაობის, ინფორმაციის დახარისხების უნარი. შექმნიან რესურსს.

მისაღწევი მიზნები სსსმ მოსწავლისთვის (მოდიფიცირებული)
ბუნება-შეისწავლის შავი ზღვის მდებარეობას, შეძლებს რუკაზე მუშაობას.
მათემატიკა-შეძლებს რაოდენობრვი და რიცხობრივი მონაცემების შეგროვებას და ჯგუფთან ერთად შეადგენს ცხრილს.

მისაღსევი შედეგები და მათი ინდიკატორები კლასისთვის
ბუნ.lll.7. მოსწავლეს შეუძლიალოკალურ გარემოშიორიენტირება და ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის ერთმანეთისგან განსხვავება.
შდეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე ასახელებს:
.წყლისა და ხმელეთის ობიექტების მაგალითებს და განასხვავებს მათ.
.მასწავლებლის დახმარებით იკვლევს ლოკალურ გარემოს , იყენებს გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელ ტერმინებს.
მათ.lll..11.მოსწავლე აგროვებს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით.
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
.კითხლობს მოკლე ტექსტს და ამოკრებს მითითებული ობიექტის შესახებ ტექსტში არსებულ მონაცემებს.
.ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას და იყენებს მას.

მოდიფიცირებული შედეგები სსსმ მოსწავლისთვის
ბუნება-მოსწავლე განასხვავებს ერთმანეთისგან სხვადასხვა გეოგრაფიულ ობიექტს.
მათემატიკა-კითხულობს მოკლე ტექსტს, ამოკრებს საჭირო ინფორმაციას და დააჯგუფებს.

რესურსები
სახელმძღვანელო,რუკა, ბუკი, საინფორმაციო ბარათები, ფერადი ფანქრები, დაფა ცარცი, vi-fi როუტერი,კონტურული რუკები.დამხმარე სახელმძღვანელო „შავი ზღვის სკივრი“

კლასის ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური, ჯგუფური

წინარე ცოდნა
იციან ოკეანეები, განსხვავება ოკეანესა და ზღვას შორის, რა არის ზღვა, მონაცემთა შეგროვების ხერხები და მონაცემთა წარმოდგენის მეთოდები.

აქტივობები
I აქტივობა


გამოწვევა-წელიწადის რომელი დროა? რომელი დრო მოდის გაზაფხულის შემდეგ? როგორია ზაფხული? სად დადიხართ სიცხეში გასაგრილებლად? ყოფილხართ ზღვზე დასასვენებლად?რომელ ზღვაზე იყავით? როგორი შთაბეშდილება დაგრჩათ? ხომ ვერ დაასახელბთ შავი ზღვის კურორტებს?
სსმ მოსწავლე ჩვეულებრივ ჩართულია გაკვეთილის დაწყებაში.  4წთ
II აქტივობა. კითხვა პასუხი 5 წთ.
.                                                                                                     
გაიხსენეთ წინა გაკვეთილიდან
რა არის ოკეანე?რომელი ოკეანეები იცით? რა არის ზღვა?
რომელი ზღვა მდებარეობს ჩვენი ქვეყნის დასავლეთით? შავი ზღვა რომელი ოკეანისნაწილია?
გავიხსენოთ მათემატიკიდან :ჩვენი კითხვა-პასუხიდან გამომდინარე რა მომაწოდეთ თქვენ?ეს ინფორმაცია საიდან იცოდით?ინფორმაციის მოძიების კიდევ რომელ მეთოდებს დაასახელებთ?
სსსმ მოსწავლესთან ვდგები ახლოს სახით მისკენ შებრუნებული, აპარატის დახმარებით ესმის კითხვები, ზოგიერთ კითხვას ვაძლევ ბარათზე დაწერილს და პასუხობს.  
III.აქტივობა: მინი ლექცია შავი ზღვის მდებარეობის და მისი მოსაზღვრე ქვეყნების შესახებ 5 წთ
საუბრის დროს ვაჩვენებ რუკაზე ამ ქვეყნებს.
ვდგები სსსმ მოსწავლესთან ახლოს ესმის სმენის აპარატის დახმარებით.
IV-აქტივობა: სასწავლო მეთოდი მოზაიკა.
სრულდება ჯგუფებში.
გავიხსენოთ მათემატიკიდან  ინფორმაციის დახარისხების და წარმოდგენის რომელ ხერხებს ვიცნობთ? შავი ზღვის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დავაჯამოთ და წარმოვადგინოთ ინფორმაცია ცხრილის და სვეტოვანი დიგრამის სახით.
 ჯგუფში მუშაობა. მოსწავლეები ამოკრებენ ინფორმაციას ტექსტიდან  დააჯგუფებენ .
I ჯგუფი შეადგენს ცხრილს
II-ჯგუფი შეადგენს დიაგრამას.
სსსმ მოსწავლე ჩვეულებრივ ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში. 7წთ
V-აქტივობა ბუკებში როუტერის დახმარებით გადავცემ და ვაჩვენებ შავი ზღვის და მისი მოსაზღვრე ქვეყნების რუკას და ამ ქვეყნების დროშებს. 2წთ
სსსმ მოსწავლეს ცალკე ვაძლევ ინსტრუქციას როგორ იმუშაოს ბუკში და ის  ჩვეულებრივ იღებს ტესტებზე მუშაობაში მონაწილეობას.
VI-რუკაზე მუშაობა 3წთ.
სსსმ მოსწავლე ჩართულია
VII-აქტივობა: სავარჯიშო „რომელი ქვეყანა ვარ“ დამხმარე სახელმძღვანელოდან „შავი ზღვის სკივრი“
ვურიგებ კონტურულ რუკებს და ქვეყნების დროშებს . უდა ბარათებს სადაც წერია წინადადება „გამარჯობა შავო ზღვაო“. ბავშვები ამოიცნობენ რომელი ქვეყანაა, თუ შეეშლებათ აძლევ სხვა მინიშნებას. გააფერადებენ კონტურულ რუკას და დაფაზე გამოკრულ წინასწარ დახატულ შავი ზღვის გარშემო თანმიმდევრულად აკრავენ რუკებს და დროშებს. შეიქმნება რესურსი.
სსსმ მოსწავლე ჩვეულებრივ ჩართულია სავარჯიშოს შესრულებაში.11წთ
VIII-აქტივობა:  შემაჯამებელი სამუშაო- ტესტებზე მუშაობა ბუკებშიvi-fi როუტერის დახმარებით.
სსსმ მოსწავლე ჩვეულებრივ მუშაობს ბუკში. 3წთ
IX -აქტივობა:ვაძლევ საშინაო დავალებას :მოიძიონ დამატებითი ინფორმაციაინტერნეტით, წიგნით, ატლასით „შავი ზღვის ცოცხალი სამყარო“. 2წთ


სსსმ მოსწავლე ჩვეულებრივ ჩართულია რუკასთან მუშაობის პროცესში.



უნდა ამოიცნონ დროშებით რომელი ქვეყნის კონტურული რუკა გააფერადონ , კედელზე გაკრული როკის დახმარებით აფერადებენ იმ ქვეყანას.

შეფასება
შეფასება განმავითარებელი კომენტარი. ბავშვებს შევაფასებ  გაკვეთილზე აქტიურობაში, ჯგუფური მუშაობაში და პრეზენტაციაში.





ადაპტირებული გაკვეთილის გეგმა

საგანი
ბუნება
კლასი,საფეხური
დაწყებითი, IIIკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
7
გაკვეთილის თემა
მზე და დედამიწა
გაკვეთილის აქტუალობა კლასისთვის
ამ გაკვეთილიდან მოსწავლეები გაიგებენ რა არის მზე და დედამიწა. როგორ ანათებს მზე დედამიწას.
ამ თემის შესწავლით ეცოდინებათდა პასუხს გასცემენ საინტერესო კითხვებს, როგორიცაა დედამიწის ბრუნვა, რატომ ენაცვლება დღეს ღამე.
გაკვეთილის აქტუალობა სსსმ მოსწავლისთვის
სსსმ მოსწავლე გაიგებს რა არის მზე და დედამიწა, ცდის დახმარებით მიხვდება რატომ იცვლება დღე ღამით, როგორ ანათებს მზე დედამიწას.
გაკვეთილის მიზნები კლასისთვის
ბუნ.III.6. მოსწავლეს შეუძლია მზის და მთვარის დახასიათება
მოდიფიცირებული მიზანი სსსმ მოსწავლისთვის
მოსწავლეს შეუძლია აღწეროს მზე და დედამიწა.
მისაღწევი შედეგები კლასისთვის
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :აღწერს მზის მდებარეობას დღის მანძილზე მისთვის ნაცნობი ობიექტების (მაგ: ოთახის ფანჯარა) მიმართ.
მისაღწევი შედეგები სსსმ მოსწავლისთვის
დაიმახსოვრებს და შეეძლება განასხვავოს მზე და დედამიწა, აგრეთვე აისი და დაისი, გააფერადებს ციური სხეულების ფორმებს , მიიღებს ცდაში მონაწილეობას
წინარე ცოდნა კლასის და სსსმ მოსწავლის
იციან რა არის კოსმოსი, იციან რომ კოსმოსის შემადგენელი ნაწილია მზე და დედამიწა, იციან რატომ არის ვარსკვლავები ღამით განათებული, რა არის „ირმის ნახტომი“
კლასის ორგანიზების ფორმები
მთელი კლასი, წყვილებში, ინდივიდუალური
გამოყენებული რესურსები
სახელმძღვანელო, ფერადი ფანქრები, სახატავი რვეული, ფანარი , გლობუსი, კომპიუტერი, ფოტომასალა.
გამოყენებული სტრატეგიები
კეთებით სწავლება
შეფასების ტიპი
განმავითარებელი
გაკვეთილის მსვლელობა
გამოწვევის ფაზა.
1 აქტივობა -3 წთ.
განვლილი მასალის გამოკითხვა
.რატომ გვეჩვენება  ვარსკვლავები  პატარებად?
.რა არის გალაქტიკა?
.რა არის კოსმოსი?
რას ეწოდება თანავარსკვლავედი?
.რამდენი თანავარსკვლავედია სულ?
სსსმ მოსწავლეს ვაძლევ ბარათს, სადაც ჩამოწერილია კითხვები:
. როგორი ფორმა აქვს ვარსკვლავს?
.რატომ გვეჩვენება ვარსკვლავები ასე პატარებად?
.დღისით თუ შეიძლება ვარსკვლავების დანახვა?
სიღრმისეული წვდომის ფაზა
აქტივობა II
მინი ლექცია- ახალი მასალის ახსნა.
სსსმ მოსწავლეს აქვს სმენის აპარატი, ამიტომ მასთან ახლოს ვდგები, ისე რომ ხედავდეს ჩემს სახეს საუბრის დროს.
აქტივობა III
შემომაქვს გლობუსი და ვეუბნები რომ გლობუსი დედამიწის მოდელია.

კომპანია DeLorme- დედამიწის 3 განზომილებიანი მოდელი შექმნა. მსოფლიოში ყველაზე დიდი გლობუსის დიამეტრი 12.6 მეტრია. გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენელმა უკვე დაადასტურა ახალი რეკორდი. 

გიგანტური გლობუსი DeLorme- სათაო ოფისში, აშშ-ის ქალაქ იარმუტშია განთავსებული.
  აქვე ათვალიერებენ მზის და დედამიწის ამსახველ ფოტომასალას.
აქტივობა IV
დაკვირვება -ცდა.
მოსწავლეები ჩაბნელებულ ოთახში გლობუსზე ანათებენ ფანარს. გლობუსს ნელა ატრიალებს ერთი მოსწავლე. მოსწავლეები თვალნათლივ ხედავენ რომ გლობუსი ყველა მხარეს თანაბრად ვერ ნათდება. დედამიწის ბრუნვის გამო დღე და ღამე ერთმანეთს ენაცვლება
სსსმ მოსწავლე ჩვეულებრივ ჩართულია ცდის მიმდინარეობაში.
განმტკიცების ფაზა
აქტივობა V
წყვილებში მუშაობა.
მოსწავლეები დაწერენ რა იწვევს დღე-ღამის მონაცვლეობას.
სსსმ მოსწავლე დახატავს და გააფერადებს მზის და დედამიწის ფორმებს.
მოსწავლეები გააკეთებენ მათი ნამუშევრების პრეზენტაციას.
სსსმ მოსწავლე აუხსნის კლასს რა დახატა და რატომ აირჩია ეს ფერები
აქტივობა VI
საშინაო დავალების მიცემა.
დააკვირდნენ მზის მდებარეობას დილით, საღამოს შუადღეზე. ჩაიწერონ მონაცემები დღის სხვადასხვა მონაკვეთში როგორ აცხუნებს მზე.

No comments:

Post a Comment