პროექტის სახელწოდება: დღე-ღამის მონაცვლეობა
პროექტის მთავარი იდეა ( თემა): რა იწვევს დღე-ღამის და წელიწადის დროების მონაცვლეობას?
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა:
· შეისწავლონ ინფორმაციის მოძიების გზები, რომელიც მიღებული ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს
· ჩამოუყალიბდებათ ურთიერთ თანამშრომლობის და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები
· გაეცნობიან მზის სისტემას, დედამიწის ბრუნვას თავისი ღერძის
და მზის გარშემო. დღე-ღამის და წელიწადის დროების მონაცვლეობას.
მიზნები და შედეგები: ისწავლონ რატომ ხდება დღე-ღამის მონაცვლეობა.
გაეცნობინ მზის სისტემის პლანეტებს, დედამიწის ბრუნვას თავისი ღერძის და მზის გარშემო, ცდის საშუალებით ნახავენ რა იწვევს დღე-ღამის მონაცვლეობას.
მოსწავლეთა ასაკი: 8-9 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 6 დღე
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, სახელმძღვანელო გლობუსი, ელექტრონათურა.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1. თემის არჩევა (1 დღე)
ასახელებენ აქტუალურ პრობლემებს და მასწავლებლის დახმარებით ირჩევენ მათთვის საინტერესო თემას -„რა იწვევს დღე-ღამის მონაცვლეობას“
მასწავლებელთან ერთად აყალიბებენ პროექტის მიზნებს და ამოცანებს.
აქტივობა 2. ინფორმაციის მოძიება (3 დღე)
კლასი იყოფა 4 ჯგუფად.
მასწავლებელი აძლევს მითითებებს თითოეულ ჯგუფს, მოიძიოს მასალები ბიბლიოთეკაში,
ინტერნეტით, გადანაწილება მოვალეობები.
I ჯგუფს დაევალა: მოიძიოს მასალები დადამიწის ფორმის შესახებ, მისი ღეძის და ბრუნვის შესახებ.
II ჯგუფს დაევალა: მოიძიოს მასალები მზის შესახებ.
Ш ჯგუფს დაევალა: მოიძიოს მასალები დღე- ღამის მონაცვლეობის შესახებ.
IV ჯგუფს დაევალა: პრაქტიკული სამუშაოსთვის საჭირო მასალების მომზადება.
აქტივობა 3. მოძიებული მასალების დახარისხება, კლასისთვის გაცნობა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულება.(1 დღე)
შეჯამდება პროექტი:
აქტივობა 4. სლაიდ შოუს შექმნა (1 დღე)
აქტივობა 5. პროექტის პრეზენტაცია.
შეფასება. მოსწავლეები შეფასდებიან ჯგუფური მუშაობის, ინტერნეტში მასალების მოძიების და აქტიურობის მიხედვით.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ბუნ.III.7.მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იყენებს დედამიწის სხვადასხვა გამოსახულებას, კოსმოსიდან გადაღებულ სურათებს და საუბრობს დედამიწის ფორმაზე;
ადარებს სხვადასხვა ხალხის ადრინდელ წარმოდგენებს დედამიწის ფორმის შესახებ;
ბუნ.III.8.მოსწავლეს შეუძლია მზის სისტემის აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იყენებს ილუსტრაციებს და ახასიათებს მზის სისტემას (მაგ., პლანეტების სიდიდე, დაშორება მზიდან);
· ხატავს პლანეტებს და თანმიმდევრულად განალაგებს მზიდან დაშორების მიხედვით;
· აღწერს აღჭურვილობასა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც იყენებენ კოსმონავტები.
პროექტის ხელმძღვანელი: ელზა სისაური.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: elza.sisauri@gmail.com
პროექტი „ მოდის წელი ახალი“
სკოლა
: თხინვალის
საჯარო სკოლა
მასწავლებელი:
ელზა
სისაური
კლასი:
III
კლასი
მოსწავლეთა
რაოდენობა: შვიდი
პროექტის
სახელი: „ მოდის წელი ახალი“
განსახორციელებელი
ვადები: 3 კვირა
წინარე
ცოდნა: იციან წელიწადის დროები, ზამთრის დღესასწაულები,
იციან google-ში მასალების მოძიება.
მიზანი: პროექტის მიზანია
შეუქმნას ბავშვებს საახალწლო განწყობა, განუვითარდებათ კვლევა-ძიების და შემოქმედებითობის
უნარი, გაეცნობიან შობის , ნიკოლოზობის, ბარბარობის შესახებ ქართულ ტრადიციებს, განუვითარდებათ
პრეზენტაციის, გუნდურობის(თანამშრომლობითი) მუშაობის უნარი, გადალახავენ აუდიტორიის
წინ წარდგომასთან დაკავშირებული სირთულეებს.
•
შედეგები და კავშირი
ესგ-სთან:განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური
თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის
უნარი;
•
ჩამოუყალიბოს
დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
ქართ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების
ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად
გარდაქმნა და/ან პირიქით.
მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს
სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
|
მოსწავლე:
•
მიზნისა და სამეტყველო სიტუაციის ადრესატის გათვალისწინებით
ირჩევს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, ინტონაციას);
•
ადეკვატურად რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო სიტუაციაში;
•
ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას;
•
გადმოსცემს ინფორმაციას ნანახის, განცდილის შესახებ;
•
ჰყვება ამბავს პირადი გამოცდილებიდან.
|
ქართ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების
გამოყენება მიზნის შესაბამისად.
•
ტექსტის როლური ინსცენირება
შესაბამისი ინტონაციისა და მიმიკის გამოყენებით;
ხელისშემშლელი
ფაქტორები: რადგან არის ზამთარი, შეიძლება ავადმყოფობის გამო გააცდინონ
სკოლა.
პროექტის
აღწერა: ბავსვები გაიყო ორ ჯგუფად გაინაწილეს როლები.
I ჯგუფს დაევალა მოიძიონ მასალები ზამთრის დღესასწაულებთან
დაკავშირებით. თუ როგორ ხვდებიან და აღნიშნავენ საქართველოში ამ დღესასწაულებს. როგორი
ტრადიციები გვაქვს.
II ჯგუფმა მოიძია სიმღერები( მუსიკის მასწავლებლის დახმარებთ),
ლექსები, ინსცენირება ზამთართან , ახალ წელთან , შობასთან დაკავშირებით.
დაიწყეს დეკორაციების შექმნა საკლასო ოთახის მოსართავად
No comments:
Post a Comment